საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

(ძველი ვერსია)
eng
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

სტუდენტური კონფერენცია: ,,1924 წლის აგვისტოს ანტისაბჭოთა აჯანყება: პიროვნებები, პოლიტიკური ჯგუფები, გეოგრაფია“  

 

 თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიბლიოთეკა იწვევს სამივე საფეხურის სტუდენტებს 1924 წლის აჯანყების ასი წლისთავისადმი მიძღვნილ ღონისძიებათა ფარგლებში ორგანიზებულ სტუდენტურ კონფერენციაში მონაწილეობის მისაღებად.

 

  1924 წლის აჯანყება საქართველოს მეოცე საუკუნის ისტორიაში საკვანძო მოვლენა იყო. საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის დაცემის შემდეგ, ბოლშევიკური ხელისუფლების წინააღმდეგ კონსოლიდაციას სამი წელი დასჭირდა. აჯანყების მომზადებაში მონაწილეობას იღებდნენ საზღვარგარეთ, საქართველოდან დევნილი პოლიტიკური კლასის წარმომადგენლები, ასევე საქართველოს მოსახლეობა პრაქტიკულად მთელი ქვეყნის ტერიტორიაზე. ეს მოვლენა იყო ყველაზე მასშტაბური შეიარაღებული, სახალხო აჯანყება საბჭოთა მმართველობის წინააღმდეგ საქართველოში, 1991 წლამდე. კონფერენცია მიზნად ისახავს ამ აჯანყებაში მონაწილე პიროვნებების, პოლიტიკური ჯგუფებისა და აჯანყების გეოგრაფიის შესახებ საჭირო დისკუსიების აქტუალიზებას და ახალი ცოდნების შექმნის ინიცირებას. 

 

  ველით აბსტრაქტებს 1924 წლის აჯანყებაში მონაწილე პირების, მათი როლის, ასევე პოლიტიკური ჯგუფების (პარტიები) და აჯანყებაში ჩართული საქართველოს რეგიონებსა და ქალაქებში მიმდინარე მოვლენების შესახებ. 

 

  საკონფერენციო ნაშრომის აბსტრაქტის მოცულობა არ უნდა აღემატებოდეს 400 სიტყვას, საბოლოო ნაშრომის მოცულობა უნდა შეადგენდეს 1800 - 2400 სიტყვას. შესრულებული უნდა იყოს Sylfaen-ის შრიფტით, ზომა - 11, დაშორება - 1,5. საკონტაქტო ინფორმაცია: აბსტრაქტების გამოგზავნა შეგიძლიათ მითითებულ მეილზე: Giorgi.beridze@tsu.ge მნიშვნელოვანი თარიღები: აბსტრაქტების გამოგზავნის ბოლო ვადა: 18 მაისი შერჩეული აბსტრაქტის ავტორთა ინფორმირება: 20 მაისი კონფერენციის გამართვის თარიღი: 27 მაისი საბოლოო ნაშრომების დასაბეჭდად მიღება: 20 ივნისი კონფერენციის დასასრულს მონაწილეებს გადაეცემათ სერტიფიკატები და სასაჩუქრე წიგნები. საუკეთესო მოხსენებები გამოქვეყნდება საკონფერენციო მასალების სახით.

 

თარიღი: 24/04/2024